

"MAVEN"-ის მისიაა, გახდეს თქვენი უპირველესი პარტნიორი ბიზნესის განვითარების გზაზე. ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ: დავეხმაროთ მომხმარებლებს ბიზნესის შექმნის, ზრდისა და განვითარების პროცესში წამოჭრილი გამოწვევების ოპტიმალურად გადაჭრაში. უზრუნველვყოთ მუდმივად მაღალი ხარისხის მომსახურება, დაფუძნებული ჩვენს გამოცდილებასა და მაღალ სტანდარტებზე. შევიტანოთ წვლილი არა მხოლოდ ინდივიდუალური ბიზნესების, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ყოველი ბიზნესი უნიკალურია და იმსახურებს ინდივიდუალურ მიდგომას. "MAVEN"-ში ჩვენ არ ვთავაზობთ მხოლოდ მომსახურებას - ჩვენ ვქმნით პარტნიორობას, რომელიც ეფუძნება ნდობას, პროფესიონალიზმსა და ინოვაციას. გვჯერა, რომ ერთად შევქმნით წარმატების ისტორიას თქვენი ბიზნესისთვის და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. კომპანია MAVEN-ი აუთსორსინგული საკონსულტაციო მომსახურების სფეროში წარმოადგენს მზარდ ქართულ ბრენდს, რომელიც 2018 წელს დაფუძნდა. ჩვენი მოგზაურობა დაიწყო მარტივი იდეით - შეგვექმნა კომპანია, რომელიც ბიზნესებს მათი პოტენციალის სრულად რეალიზებაში დაეხმარებოდა. დღეს MAVEN-ი არის მრავალმხრივი საკონსულტაციო ფირმა, რომელიც სპეციალიზდება შემდეგ სფეროებზე: ბუღალტრული აღრიცხვა საგადასახადო კონსულტაცია/აუდიტი/დავები ფინანსური მენეჯმენტი/ანგარიშგება იურიდიული მომსახურება ERP სისტემის დანერგვა / ბიზნესის გაციფრულება ჩვენი გუნდის თავდაუზოგავი შრომის წყალობით MAVEN-ი ვითარდება და ქართულ ბაზარზე მყარ პოზიციას იკავებს.
კომპანიის შესახებ: ჩვენ ვართ დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ოპერირებს წარმოების, მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროებში.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ ინოვაციური პროდუქტები და სერვისები, რომლებიც მომხმარებლის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. ჩვენ ვაფასებთ პროფესიონალიზმს, გუნდურ მუშაობასა და მუდმივ განვითარებას.
პოზიციის შესახებ: ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ მთავარ ბუღალტერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს. თქვენ იქნებით პასუხისმგებელი კომპანიის ფინანსური ოპერაციების გამართულად წარმოებაზე, ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისობაში ყოფნაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
კონკურენტული სახელფასო პაკეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები
მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო
კარიერული ზრდის პერსპექტივა
ბონუსები (შედეგების მიხედვით)
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations
საბუღალტრო ოპერაციების სრული ციკლის მართვა ფინანსური ანგარიშგების მომზადება (ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი, ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი)
საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა (დღგ, მოგების გადასახადი, ქონების გადასახადი და ა.შ.)
საბუღალტრო პროგრამებში (ბალანსი, ორისი, ფინას) მუშაობის გამოცდილება/ცოდნა
საგადასახადო შემოწმებებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
მენეჯმენტისათვის ფინანსური რეპორტის მომზადება ფინანსური
რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების შემუშავება
Please provide the following materials to apply
MAVEN-ი თქვენთვის იქნება არა მხოლოდ მომსახურების მომწოდებელი, არამედ სტრატეგიული პარტნიორიც. რა არის MAVEN - ის უპირატესობა: ინდივიდუალური მიდგომა: ვაცნობიერებთ, რომ ყოველი ბიზნესი უნიკალურია. ჩვენ გთავაზობთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ იდეებს. მრავალმხრივი ექსპერტიზა: ჩვენ გთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებას, დაწყებული ბუღალტერიით და ფინანსური მენეჯმენტით, დამთავრებული იურიდიული კონსულტაციებითა და ბიზნესის გაციფრულებით. მდიდარი გამოცდილება: მრავალი წელია, სხვადასხვა დონისა და ინდუსტრიის კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, ამან კი კვლევისა და უნიკალური ხედვის უნარი განგვივითარა. უწყვეტი მხარდაჭერა: ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება არა მხოლოდ კონკრეტული პროექტის განმავლობაში, არამედ თქვენი ბიზნესის ზრდის ყველა ეტაპზე. გამჭვირვალობა და ეთიკა: ჩვენი საქმიანობა ეფუძნება გამჭვირვალობისა და პროფესიული ეთიკის უმაღლეს სტანდარტებს. ცოდნის გაზიარება: რეგულარულად ვატარებთ სემინარებსა და ვორქშოფებს, რათა თქვენი ბიზნესის უკეთ მართვაში დაგეხმაროთ. ტექნოლოგიური ინოვაცია: ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებსა და ERP სისტემებს, რაც თქვენი ბიზნესის ეფექტურად განვითარებას განაპირობებს. ACCA კვალიფიკაცია: ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ACCA (Association of Chartered Certified Accountants) კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით. ეს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი უზრუნველყოფს ჩვენი მომსახურების უმაღლეს ხარისხსა და შესაბამისობას გლობალურ პრაქტიკასთან. პასუხისმგებლობის დაზღვევა: ჩვენი მომსახურება დაზღვეულია, რაც იმას გულისხმობს, რომ პასუხს ვაგებთ ჩვენი მიზეზით გამოწვეულ საგადასახადო ან სხვა ფინანსურ ზარალზე. MAVEN-ი არის საიმედო პარტნიორი, რომელიც მზადაა, დაგეხმაროთ თქვენი ბიზნესის პოტენციალის სრულად რეალიზებაში.
Deadline Ended
ვადა ამოიწურა
Deadline Ended
ვადა ამოიწურა