
ფუნიკულიორის კომპლექსის სამსართულიანი შენობა 1938 წელს აშენდა. მას შემდეგ, თბილისის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობასა და სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. შენობის პროექტი, ქართველ არქიტექტორებს, ზაქარია და ნადეჟდა ქურდიანებს ეკუთვნით (თანაავტორი ა.ვალაბუევი). კომპლექსი გადაღებულია ლეგენდარულ ქართულ ფილმებში: „აბეზარა“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, „შეხვედრა მთაში”. ამჟამად, ფუნიკულიორის კომპლექსი ჯი-ემ-თი ჯგუფის მფლობელობაშია და აერთიანებს უმაღლესი ხარისხის კვების ოთხ განსხვავებულ ობიექტს: თბილისის ლეგენდარულ რესტორან „ფუნიკულიორს“, ისტორიულ წვეულებათა დარბაზს, ტრადიციულ „ქართულ ბისტროს“ და პურ-ფუნთუშეულის კაფე "ფუნიკულიორს". თითოეული სივრცე კონცეფციურად განსხვავდება ერთმანეთისგან და უნიკალურია უგემრიელესი სამზარეულოთი, უმაღლესი ხარისხის მომსახურებითა და მყუდრო ინტერიერით.
“ფუნიკულიორი“- 80 წლიანი ისტორია!
კომპლექსი ფუნიკულიორი - აერთიანებს უმაღლესი ხარისხის ტიპის ოთხ განსხვავებულ ობიექტს: თბილისის ლეგენდარულ რესტორან “ფუნიკულიორს”, ისტორიულ წვეულებათა დარბაზს, ტრადიციულ “ქართულ ბისტროს” და პურ-ფუნთუშეულის კაფე “ფუნიკულიორს”.
მიმტანი არის სერვისის გუნდის მნიშვნელოვანი წევრი, რომლის ძირითადი ფუნქციაა : რესტორნის სტანდარტების დაცვა, ცვლის გახსნისა და დახურვის შესაბამისი პროცედურების დაცვა,სტუმრის მისაღებად ობიექტის მზაობის კონტროლი, სტუმრებისთვის მენიუს გაცნობა, სხვადასხვა კერძების შემადგენლობის და მომზადების წესების ახსნა; მიმტანს პროფესიული განვითარების შესაბამისი საფეხურების გავლის შემთხვევაში შეუძლია დაწინაურდეს ზემდგომ პოზიციებზე.
რას გთავაზობთ:
• მოქნილ სამუშაო განრიგს;
• მეგობრულ გუნდს და დაბალანსებულ სამუშაო გარემოს;
• კორპორატიულ ღონისძებებს;
• ფასდაკლებას ჩვენს ყველა ობიექტზე;
• უფასო ლანჩს;
• ტაქსის მომსახურებას 23:00 საათის შემდეგ;
• კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations
• მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
• სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობას;
• ლოიალობას;
• სამუშაო ეთიკის დაცვას;
• გუნდური მუშაობის უნარს;
• დეტალებზე ორიენტირებულობას;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას;
Please provide the following materials to apply
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მისი თანამშრომლები ქმნიან. ჩვენი კულტურა ეფუძნება ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის ხედვას. ხარისხი, რომელიც სტანდარტებს ქმნის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ მიზანი კი არა, მუშაობის სტილია. ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო რესურსს იმისთვის, რომ შეასრულოთ სამუშაო უმაღლეს დონეზე და შექმნათ სერვისი, რომლითაც იამაყებთ. აქ კომპრომისები არ არსებობს, როცა საქმე საუკეთესო შედეგს ეხება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, როგორც ჩვენი სიძლიერე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა და იდეა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება ზრდისა და განვითარებისთვის. გარემო, რომელიც შთააგონებს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაშიც თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს. ინოვაცია, როგორც მუდმივი პროცესი. ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თქვენ გექნებათ შემოქმედებითი თავისუფლება, დანერგოთ ინოვაციური მიდგომები, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და გახდეთ იმ პროგრესის ნაწილი, რომელიც წინ გვიძღვება. შემოგვიერთდით, თუ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და მზად ხართ, გახდეთ გამორჩეული გუნდის წევრი!
Deadline Ended
ვადა ამოიწურა