

"MAVEN"-ის მისიაა, გახდეს თქვენი უპირველესი პარტნიორი ბიზნესის განვითარების გზაზე. ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ: დავეხმაროთ მომხმარებლებს ბიზნესის შექმნის, ზრდისა და განვითარების პროცესში წამოჭრილი გამოწვევების ოპტიმალურად გადაჭრაში. უზრუნველვყოთ მუდმივად მაღალი ხარისხის მომსახურება, დაფუძნებული ჩვენს გამოცდილებასა და მაღალ სტანდარტებზე. შევიტანოთ წვლილი არა მხოლოდ ინდივიდუალური ბიზნესების, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ყოველი ბიზნესი უნიკალურია და იმსახურებს ინდივიდუალურ მიდგომას. "MAVEN"-ში ჩვენ არ ვთავაზობთ მხოლოდ მომსახურებას - ჩვენ ვქმნით პარტნიორობას, რომელიც ეფუძნება ნდობას, პროფესიონალიზმსა და ინოვაციას. გვჯერა, რომ ერთად შევქმნით წარმატების ისტორიას თქვენი ბიზნესისთვის და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. კომპანია MAVEN-ი აუთსორსინგული საკონსულტაციო მომსახურების სფეროში წარმოადგენს მზარდ ქართულ ბრენდს, რომელიც 2018 წელს დაფუძნდა. ჩვენი მოგზაურობა დაიწყო მარტივი იდეით - შეგვექმნა კომპანია, რომელიც ბიზნესებს მათი პოტენციალის სრულად რეალიზებაში დაეხმარებოდა. დღეს MAVEN-ი არის მრავალმხრივი საკონსულტაციო ფირმა, რომელიც სპეციალიზდება შემდეგ სფეროებზე: ბუღალტრული აღრიცხვა საგადასახადო კონსულტაცია/აუდიტი/დავები ფინანსური მენეჯმენტი/ანგარიშგება იურიდიული მომსახურება ERP სისტემის დანერგვა / ბიზნესის გაციფრულება ჩვენი გუნდის თავდაუზოგავი შრომის წყალობით MAVEN-ი ვითარდება და ქართულ ბაზარზე მყარ პოზიციას იკავებს.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და შედეგებზე ორიენტირებულ კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი კომპანიის ზრდაში. თუ თქვენ გაქვთ ფინანსურ სექტორში გაყიდვების გამოცდილება და კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი, ეს ვაკანსია თქვენთვისაა!
კომპანიის შესახებ: ჩვენ ვართ მზარდი აუთსორსინგული კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე. ჩვენ ვთავაზობთ ფართო სპექტრის ფინანსურ პროდუქტებსა და მომსახურებას კორპორატიული კლიენტებისთვის. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს დინამიურ გარემოში განვითარებას და პროფესიულ ზრდას.
პოზიციის შესახებ: კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი პასუხისმგებელია ახალი კლიენტების მოზიდვაზე, არსებული კლიენტების შენარჩუნებასა და გაყიდვების გეგმის შესრულებაზე. თქვენ მოგიწევთ კლიენტების საჭიროებების საფუძვლიანი ანალიზი და მათთვის შესაბამისი ფინანსური გადაწყვეტილებების შეთავაზება. ასევე, მნიშვნელოვანია ბაზრის ტენდენციების ცოდნა და კონკურენტული გარემოს ანალიზი.
ჩვენ გთავაზობთ :
კონკურენტული ხელფასი და ბონუსების სისტემა
კარიერული ზრდის შესაძლებლობები
პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations
Please provide the following materials to apply
MAVEN-ი თქვენთვის იქნება არა მხოლოდ მომსახურების მომწოდებელი, არამედ სტრატეგიული პარტნიორიც. რა არის MAVEN - ის უპირატესობა: ინდივიდუალური მიდგომა: ვაცნობიერებთ, რომ ყოველი ბიზნესი უნიკალურია. ჩვენ გთავაზობთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ იდეებს. მრავალმხრივი ექსპერტიზა: ჩვენ გთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებას, დაწყებული ბუღალტერიით და ფინანსური მენეჯმენტით, დამთავრებული იურიდიული კონსულტაციებითა და ბიზნესის გაციფრულებით. მდიდარი გამოცდილება: მრავალი წელია, სხვადასხვა დონისა და ინდუსტრიის კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, ამან კი კვლევისა და უნიკალური ხედვის უნარი განგვივითარა. უწყვეტი მხარდაჭერა: ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება არა მხოლოდ კონკრეტული პროექტის განმავლობაში, არამედ თქვენი ბიზნესის ზრდის ყველა ეტაპზე. გამჭვირვალობა და ეთიკა: ჩვენი საქმიანობა ეფუძნება გამჭვირვალობისა და პროფესიული ეთიკის უმაღლეს სტანდარტებს. ცოდნის გაზიარება: რეგულარულად ვატარებთ სემინარებსა და ვორქშოფებს, რათა თქვენი ბიზნესის უკეთ მართვაში დაგეხმაროთ. ტექნოლოგიური ინოვაცია: ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებსა და ERP სისტემებს, რაც თქვენი ბიზნესის ეფექტურად განვითარებას განაპირობებს. ACCA კვალიფიკაცია: ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ACCA (Association of Chartered Certified Accountants) კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით. ეს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი უზრუნველყოფს ჩვენი მომსახურების უმაღლეს ხარისხსა და შესაბამისობას გლობალურ პრაქტიკასთან. პასუხისმგებლობის დაზღვევა: ჩვენი მომსახურება დაზღვეულია, რაც იმას გულისხმობს, რომ პასუხს ვაგებთ ჩვენი მიზეზით გამოწვეულ საგადასახადო ან სხვა ფინანსურ ზარალზე. MAVEN-ი არის საიმედო პარტნიორი, რომელიც მზადაა, დაგეხმაროთ თქვენი ბიზნესის პოტენციალის სრულად რეალიზებაში.
Deadline Ended
ვადა ამოიწურა
Deadline Ended
ვადა ამოიწურა
Deadline Ended
ვადა ამოიწურა