

საუკეთესო ქართული ტრადიციებისგან შთაგონებული ინოვაციით, GMT/HOSPITALITY ყოველდღიურად ქმნის და განსაზღვრავს ქართული სუფრის ხელოვნებას. კომპანიის თითოეული სარესტორნო სივრცე ქართული სტუმარმასპინძლობის ურყევი და მტკიცე რწმენითაა შექმნილი და სტუმრებს სთავაზობს არამხოლოდ კერძს - არამედ ადამიანების ერთ მაგიდასთან თავშეყრის ჯადოსნურ თავგადასავალს - რაც არის ნამდვილი ქართული სუფრის ჭეშმარიტი დანიშნულება. არ აქვს მნიშვნელობა, სასაუზმედ მყუდრო კაფეს ეძებთ, თანამშრომლებთან ერთად შესვენებაზე ნოყიერი და გემრიელი ლანჩი გსურთ, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან დღეს საზეიმოდ აღნიშნავთ თუ, უბრალოდ, მეგობრები შეიკრიბეთ სამუშაო კვირის ბოლოს საღამოს მხიარულად გასატარებლად, ჩვენი მისია მარტივია - გვჯერა, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ნამდვილი ქართული სუფრა აახლოებს ტრადიციული კერძებით, რომლებიც ჩვენს თანამედროვეობას შევუხამეთ და ახლიდან აღმოვაჩინეთ. GMT/HOSPITALITY-ის რესტორნები თავიანთი პრემიუმ მომსახურებით, კულინარიული თავგადასავლების უსაზღვრო შესძლებლობებითა და ქართულ კულტურასთან სიღრმისეული კავშირით, უკვე წლებია, რაც ქართული სტუმარმასპინძლობისა და ქვეყნის განუყოფელ ნაწილად იქცა.
GMT/Hospitality-ში ვეძებთ პროაქტიულ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს, რომელიც კომერციულ სტრატეგიას რეალურ, გაზომვად შედეგებად აქცევს. ჩვენთვის საინტერესოა ტალანტი, რომელიც ხედავს დიდ სურათს, აზროვნებს ანალიტიკურად და შეუძლია გრძელვადიანი, ღირებულებაზე დაფუძნებული B2B პარტნიორობის შენება.
ჩვენთან ფასდება არა უბრალოდ პროცესი, არამედ მიღწეული შედეგი და კომპანიის კომერციულ ზრდაში შეტანილი კონკრეტული წვლილი.
შენი როლი და ბიზნეს-იმპაქტი:
შენი მთავარი ამოცანაა, პროაქტიულად მართო გაყიდვების პროცესი და გააფართოვო კომპანიის კლიენტების ბაზა. შენ იქნები კომერციული დეპარტამენტის სტრატეგიული რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს შემოსავლების დივერსიფიკაციასა და კომპანიის სწორ პოზიციონირებას ბაზარზე.
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations
სტრატეგიული გაყიდვები: კომერციული მიმართულების მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება/აღსრულება. ტურისტული კომპანიებისთვის, კორპორატიული კლიენტებისა და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის გაყიდვების სტრატეგიების შემუშავება.
ბიზნესის განვითარება: პოტენციური შემოსავლების წყაროების შექმნა, არსებული არხების ოპტიმიზაცია და კორპორატიული კლიენტებისთვის ფასდაკლების სისტემების ფორმირება.
B2B პარტნიორობა: ახალ ობიექტებთან კომერციული მოლაპარაკებების ინიცირება, ხელშეკრულებების გაფორმება და მუდმივი პროაქტიული კომუნიკაცია პროდუქტების შეთავაზების მიზნით.
ანალიტიკა და რეპორტინგი: ბაზრის კვლევა, ანალიზი და მენეჯმენტისთვის რეპორტინგის სისტემის მართვა.
ღონისძიებების მართვა: კომპანიის მიერ ინიცირებული ღონისძიებების სტრატეგიის გაწერა, დასახული გეგმის აღსრულება და უშუალო მსვლელობაზე პასუხისმგებლობის აღება.
ვის ვეძებთ: ჩვენთვის იდეალური კანდიდატი არის პროაქტიული პროფესიონალი, რომელსაც ესმის კომერციული ლოგიკა და ბიზნესის ძირითადი ღირებულებები. ვეძებთ ადამიანს რთული მოლაპარაკებების წარმოების უნარით, რომელიც მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა გაყიდვების გეგმის შესრულებასა და კომპანიის პოზიტიური იმიჯის ფორმირებაზე.
განაცხადის პროცესი: თუ თვლი, რომ შენი გამოცდილება და ხედვა თანხვედრაშია ამ პოზიციასთან, გამოგვიგზავნე რეზიუმე.
Please provide the following materials to apply
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მისი თანამშრომლები ქმნიან. ჩვენი კულტურა ეფუძნება ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის ხედვას. ხარისხი, რომელიც სტანდარტებს ქმნის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ მიზანი კი არა, მუშაობის სტილია. ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო რესურსს იმისთვის, რომ შეასრულოთ სამუშაო უმაღლეს დონეზე და შექმნათ სერვისი, რომლითაც იამაყებთ. აქ კომპრომისები არ არსებობს, როცა საქმე საუკეთესო შედეგს ეხება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, როგორც ჩვენი სიძლიერე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა და იდეა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება ზრდისა და განვითარებისთვის. გარემო, რომელიც შთააგონებს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაშიც თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს. ინოვაცია, როგორც მუდმივი პროცესი. ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თქვენ გექნებათ შემოქმედებითი თავისუფლება, დანერგოთ ინოვაციური მიდგომები, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და გახდეთ იმ პროგრესის ნაწილი, რომელიც წინ გვიძღვება. შემოგვიერთდით, თუ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და მზად ხართ, გახდეთ გამორჩეული გუნდის წევრი!
Deadline Ended
ვადა ამოიწურა
Deadline Ended
ვადა ამოიწურა
Deadline Ended
ვადა ამოიწურა