შპს "MAVEN" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე
შპს MAVEN წარმოადგენს აუთსორსინგული საკონსულტაციო მომსახურების სფეროში მოქმედ მზარდ ქართულ ბრენდს, რომელიც დაარსდა 2018 წელს. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება ერთ მიზანს – დავეხმაროთ კომპანიებს თავიანთი ბიზნესპოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაში. MAVEN-ის კლიენტთა პორტფელი მოიცავს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, რომლებსაც ვაწვდით ბუღალტრულ, ფინანსურ, საგადასახადო და რეპორტინგის მომსახურებებს.
ძირითადი მოვალეობები:
· ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის ზედამხედველობა და ოპერაციების კონტროლი;
· საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და ვალდებულებების დროული შესრულება;
· საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და მართვა;
· საბანკო ოპერაციების და სალაროს მოძრაობის კონტროლი;
· მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის უზრუნველყოფა;
· დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებებზე კონტროლი;
· აუდიტორებთან კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
· სტატისტიკის სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად ფორმების შევსება;
· მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;
· სააღრიცხვო ხასიათის საკითხების ამოცნობა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
· ერთდროულად მინიმუმ 10-15 კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის მართვა, დამხმარე ბუღალტერთან თანამშრომლობით.
1-3 business days
30-45 minutes, virtual
If applicable
With hiring manager
If selected
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations